ადვოკატი - რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აცხადებს, ის ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, არც ორველაშვილს შეხვედრია, შესაბამისად, დეტალებსა და გარემოებებზე ვერ ისაუბრებს.

„ჯერჯერობით, გარემოებები უცნობია, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ ბრალს, ბრალდებულს ვნახავ რუსთავში და შემდეგ ჩამოვყალიბდები“, - განაცხადა გვალიამ.

სავარაუდოდ, ბრალს დღეს წაუყენებენ გიორგი ორველაშვილის ძმასაც. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გუშინ, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.

მამაკაცის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე