ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დაკავებულ 80 წლამდე მამაკაცი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა

ქობულეთში 30 წლის შშმ პირ ქალთან სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, დაკავებული 80 წლის მამაკაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 000 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიიღო. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ცნობისთვის, ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 80 წლამდე მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს