ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ძმის ადვოკატი - როგორ აღმოჩნდა შენახული იარაღი ბრალდებულის ხელში, მისმა ძმამ არ იცის - ის დუმილის უფლებას იყენებს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმის ადვოკატის, ნიკა გუჯაბიძის განცხადებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, საუბარია ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაზე.

ადვოკატის თქმით, როგორც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა განმარტა, იარაღი შენახული იყო და ის არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდა იარაღი მისი ძმის ხელში.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აღნიშნულ ფაქტს. აღვნიშნავ, რომ დასაცავი პირი იყენებს დუმილის უფლებას. დასაცავი პირი წარდგენილ ბრალდებაში რეალურად იმ მტკიცებულებებით, რაც არის წარმოდგენილი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ დასაცავმა პირმა ნამდვილად ჩაიდინა ეს დანაშაული, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, ვინაიდან ის ადამიანი იარაღს ინახავდა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაველოდებით გამოძიებას თუ რა მტკიცებულებებს წარმოადგენს დამატებით. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე აღკვეთ ღონისძიებაზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დასაცავი პირს არ შეეფარდოს არც ერთი აღკვეთის ღონისძიება. ალტერნატივის სახით შესაძლოა, რომ დაცვის მხარემ იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე გირაოს მოთხოვნით. ვნახოთ რას იშუამდგომლებს პროკურორი.

მისი ძმის ხელში როგორ აღმოჩნდა [იარაღი] ამასთან დაკავშირებით არ ფლობს დასაცავი პირი ინფორმაციას, ვინაიდან ის საერთოდ არ იმყოფებოდა რუსთავში, თუმცა მან როგორც განმარტა, იარაღი იყო შენახული“,- განაცხადა ნიკა გუჯაბიძემ.

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე