სასამართლო რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილის და მისი ძმის, გოგიტა ორველაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერს ამბობს, ჩაკეტილია და უცნაურად იქცევა.

„მკვლელობის მოტივზე გიორგი ორველაშვილი არაფერს ამბობს. ის არის ჩაკეტილი და რაღაც უცნაურად იქცევა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მოგეხსენებათ, მე ადვოკატი ვარ და არ ვარ კომპეტენტური, რომ განვსაზღვრო რამდენად ძალადობრივია გიორგი ორველაშვილი, თუნდაც ფსიქიკურად, ამისთვის არსებობს გამოძიება, რომელსაც აქვს ვალდებულება დანიშნოს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დაველოდებით დასკვნას და იმის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, თუ შეურაცხადია გიორგი, მაშინ მის მიმართ დევნას შეწყვეტენ და გაამწესებენ შესაბამის სამკურნალო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“, - განაცხადა ელდარ გვალიამ.

ამასთან, გოგიტა ორველაშვილის ადვოკატმა, ლევან დოსმიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა გოგიტა ორველაშვილი 5000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

„პროკურატურა გვედავება [იარაღის] დაუდევრად შენახვას. რამდენადაც ვიცი, კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით არ იყო იარაღი შენახული და აქედან გამომდინარე წარუდგინეს ბრალი.

ჩვენი პოზიცია და სტრატეგიაა, რომ მოხდეს გოგიტა ორველაშვილი აღკვეთი ღონისძიების, გარეშე დატოვება, ხოლო ალტერნატივის სახით სასამართლოს 5000 ლარის ოდენობით გირაოს შევთავაზებთ“, - განაცხადა ლევან დოსმიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება 10 თებერვალს წარუდგინა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია