გურამ მაჭარაშვილი - 9 რეკომენდაციას იგივე ბედი ელის, რაც 12-ს - ჩვენ ვმუშაობდით მაშინაც, ახლაც ვიმუშავებთ - ევროპელებმა დაინახეს ჩვენი მუშაობა და ოპოზიციის სიზარმაცე და საბოტაჟი

9 რეკომენდაციას იგივე ბედი ელის, რაც 12 რეკომენდაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ხალხის ძალის" წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ისევე იმუშავებს 9 რეკომენდაციაზე, როგორც 12 - ზე იმუშავა. მისივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიისგან ცალკე გეგმის წარდგენა "უმეცრებაა".

"ამ 9 რეკომენდაციას იგივე ბედი ელის, რაც 12 რეკომენდაციას. ჩვენ ვმუშაობდით მაშინაც, ახლაც ვიმუშავებთ. ევროპელებმა დაინახეს მაშინაც ჩვენი მუშაობა და ოპოზიციის სიზარმაცე და საბოტაჟი და ახლაც ხედავენ მათ სიზარმაცეს და საბოტაჟს. მინიმუმ პოლიტიკური უმეცრებაა ის, რომ ბრიუსელის მიერ დადგენილი რეკომენდაციები, რომელიც უნდა განვიხილოთ და მათთან ერთად შევასრულოთ, არ მოსწონს თურმე ზოგიერთ ოპოზიციონერს და თავის გეგმა გააჩნია. გეგმა დაწერა ბრიუსელმა, ევროკავშირმა და ეს უნდა შესრულდეს. ოპოზიციის გეგმები არავის აინტერესებს. ევროკავშირში საქართველოს მიღება- არმიღების საკითხს წყვეტს ევროკავშირი და არა რომელიმე ოპოზიციური გაერთიანება. ასეთ უმეცრებას როცა ავლენ, თან წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გასაგებია უკვე, რა შედეგებიც იქნება არჩევნებში,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს