პაატა მანჯგალაძე - მიხეილ სააკაშვილი გულისხმობდა, რომ არ ჩავიკეტოთ კაბინეტებში და მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ხალხთან, პროცესების ქუჩაში გადმოტანა არ ნიშნავს აქციებს - „ქართულ ოცნებას“ ყველგან დესტაბილიზაცია ელანდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ განცხადებაში, სადაც სახალხო პლატფორმის ქუჩაში გადმოტანაზე საუბრობს, არა ქუჩის აქციები, არამედ ხალხთან მეტი კომუნიკაცია იგულისხმა.

როგორც მაჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ყველგან დესტაბილიზაცია ელანდება.

„მმართველ პარტიას ყველგან დესტაბილიზაცია და არეულობა ელანდება. ეს პროპაგანდაა, რათა ადამიანები დააშინონ. ასეთი დღის წესრიგი არ გვაქვს, როდესაც კონტექსტიდან ამოჭრილად ვნახე ეს განცხადება, ვფიქრობდი, რომ მართლა ქუჩის აქციებზე იყო მოწოდება, მაგრამ როდესაც კონტექსტში მოვუსმინე, ასევე გვქონდა მასთან კომუნიკაცია (მიხეილ სააკაშვილთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს) - მიხეილ სააკაშვილი გულისხმობდა, რომ არ ჩავიკეტოთ კაბინეტებში და მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ხალხთან. პროცესების ქუჩაში გადმოტანა არ გულისხმობს აქციებს, ის გულისხმობს მჭიდრო კონტაქტს, მეტ კომუნიკაციას ხალხთან და იმ საკითხებზე დისკუსიას, რაც ხალხს აწუხებს. მიხეილ სააკაშვილი გულისხმობს ხალხთან მეტ კომუნიკაციას და იმას, რომ კაბინეტებში არ ჩავიკეტოთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, მაშინ რატომ ახსენებს სააკაშვილი რუსთაველის გამზირს, მანჯგალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება, ამაზე ისაუბროს.

„თუ ამას ფიგურალურად წარმოვიდგენთ, ოპოზიცია სალომესთან კი არ ვიკრიბებით, არამედ პარლამენტის შენობის წინ და იქ ვმართავთ დისკუსიებს, არ ვიცი. კიდევ ექნება მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა და ამაზე ისაუბრებს. ვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, მანჯგალაძე გამოეხმაურა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ სჭირდება, რომ „ცენტრალური საარჩევნო კომისია შემოწმებული ჰყავს და ისინი [წევრები] შერჩეულები არიან არა პროფესიონალიზმით, არამედ ერთგულების ნიშნით“.

მანჯგალაძის თქმით, მთავარი საკითხია ამ ცვლილებით, საფრთხის ქვეშ ხომ არ დადგება 9 პირობის შესრულება.

„ჩვენთვის არსებითი არაა მოადგილე იქნება ოპოზიციიდან თუ არა, ჩვენთვის მთავარია ამ ჯიუტად გატანილი ბრიყვული ცვლილებით, საფრთხის ქვეშ ხომ არ დადგება 9 პირობის შესრულება. იღებენ თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას? მათი პასუხია - ჩვენ ვენეციის კომისიას ავუხსნით და დავუმტკიცებთ ამას. არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ შერჩეული კომისიის თავმჯდომარე და წევრები დადებით შეფასებას დაიმსახურებს პარტნიორების მიერ. ამით ყველაფერი არ სრულდება, არჩევნების შემდეგ 3 თვეში შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რომელიც ევროპელი პარტნიორების მიერაა მოცემული“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია