„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლაშა კომახიძე, სოფელ მუხაესტატში ადგილობრივებს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლაშა კომახიძე, სოფელ მუხაესტატში ადგილობრივებს შეხვდა და გაზიფიცირების პრობლემებზე ისაუბრა.

„რუსული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, გაზიფიცირების საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია 20 მილიონამდე ლარი, მაგრამ დღეს, კალენდარულად 2024 წელს ისევ გვიწევს მოქალაქეებს შეკრება და მოთხოვნა იმისა, რომ ეს ხალხი ამ სიცივეში არ იყვნენ გაზის გარეშე. მუხაესტატის გარდა, არ მინდა გამომრჩეს სოფელი ალამბარი, აჭყვისთავი ზეითი, წყავროკა, ლეღვა, ეს ყველა ამ სოფლის პრობლემაა გარდა იმ 15-მდე სოფლისა, გვაქვს მხოლოდ ერთი შეკითხვა- სად წავიდა 20 მილიონი ლარი, რომელიც ამ ხალხის ჯიბეებიდან დაიხარჯა?” - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს