BTU AI-ს მიმართულებით საბაკალავრო პროგრამის დამატებას გეგმავს

კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

ახალი საბაკალავრო პროგრამის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის განხორციელების დაწყება 2024-2025 სასწავლო წელს არის დაგეგმილი. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის აკრედიტაცია, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება მოჰყვება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რამდენიმე წელია, ინტენსიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის შემუშავებაზე. 2023 წლის დეკემბერში კი აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. მისი დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პირველ სასწავლო წელს დაგეგმილია 100 სტუდენტის ჩარიცხვა.

პროგრამის სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ისინი სრული დაფინანსებით გერმანულ უნივერსიტეტში გამგზავრებიან, სადაც ბოლო სასწავლო წელს გაატარებენ და BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე, საერთაშორისო დიპლომს მოიპოვებენ. ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Zwickau University of Applied Sciences). აღსანიშნავია, რომ 4 წლის განმავლობაში სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორები. ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი 1897 წელს დაარსდა და დღეს ის 8 ფაკულტეტსა და 50 სხვადასხვა ხარისხის პროგრამას აერთიანებს.

სხვა უპირატესობებთან ერთად, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გაცვლით პროგრამებშიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებით ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, იტალიასა და ლიეტუვაში.

BTU-ს ახალ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხდება. აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა ან ფიზიკა. პროგრამის დასრულების შემდეგ კი კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის კვალიფიკაციას მიიღებენ.

სასწავლო პროგრამის წლიური საფასური 2950 ლარი იქნება.

ამის გარდა, BTU-ს Microsoft Lab, მსურველ სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის ცალკეული მოდულების მიმართულებით, Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიცირებას გაატარებს.

საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც AI გადაწყვეტილებების ძირითად პროცესებში ინტეგრირება დაიწყო. BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა, მრავალფეროვან სექტორებს ფარავს, ესენია: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა. გენერირებულ სასწავლო პროდუქტებს შორისაა სტატიები, კვლევები, ტრენინგები, წიგნები, პოდკასტები, AI ლექტორი და ა.შ. რომლებიც არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის BTU მასშტაბურ, პროექტს ახორციელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, მათემატიკის კონკურსი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, ციფრული მარკეტინგის ტრენინგი აბიტურიენტებისთვის, ტრენინგები პირველი სტუდენტური სტარტაპის შესაქმნელად, სწრაფი ჭადრაკი აბიტურიენტებისთვის და სხვა აქტივობები სრული დაფინანსებით გაიმართება და მასში მონაწილეობა წინასწარ რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო