რომან გოცირიძე - პრეზიდენტი დეკემბრის შემდეგ მემუარების წერას არ დაიწყებს და პენსიაზე არ გავა - სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება, მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ოპოზიციის მიერ

პრეზიდენტს ვადა დეკემბერში გასდის, დეკემბრის შემდეგ მემუარების წერას არ დაიწყებს და პენსიაზე არ გავა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხებაში სალომე ზურაბიშვილის როლი შეიძლება „წონადი“ აღმოჩნდეს.

„ბოლოს და ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია. საპრეზიდენტო ვადა მას დეკემბერში გასდის. ჩემი წარმოდგენით, ის დეკემბრის შემდეგ მემუარების წერას არ დაიწყებს და პენსიაზე არ გავა. პრეზიდენტი ყოველთვის პრეზიდენტია. მარგველაშვილიც ხომ აქტიურობს. მას ექნება თავისი ოფისი და შეიძლება მისი როლი ოპოზიციის გაერთიანებაში ან „ქართული ოცნების“ დამარცხებაში იყოს წონადი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება და ოპოზიცია მას თავიდანვე არ უნდა გაემიჯნოს და „ხელი არ უნდა კრას“.

სალომე ზურაბიშვილის აქტიურობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტატუსის მიღებაში. მისი აქტიურობა ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. „ქართულ ოცნებასთან“ მისი დამოკიდებულება და გამოსვლები, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მუშაობს, ხოლო ობიექტურად ქვეყნის სასარგებლოდ. განსაკუთრებით ევროკავშირთან დაკავშირებით. რატომ უნდა უკრა ხელი?

„ქართული შარლ მიშელი გავაკეთოთ“, - მისი სიტყვებია ეს. რატომ უნდა მოდიოდეს შარლ მიშელი და გვთავაზობდეს იმ აუცილებელ გასაკეთებელს, რომლის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია. ერთობის ქარტიას მან ქართული შარლ მიშელი უწოდა.

მე მიმაჩნია, რომ თავად პროცესი კარგია. ხელს უწყობს ოპოზიციის გააქტიურებას. სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება, რადგან „ქართული ოცნების“ კრიტიკის შემდეგ მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება ოპოზიციის მიერ. თუ ერთ აგურს დადებს ამ საქმეში, რატომ უნდა გაემიჯნო თავიდანვე?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია