მიხეილ სარჯველაძე - სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია გასწიოს, მის ბოლოდროინდელ აქტივობას ეს მიზანი აქვს

ზურაბიშვილი მოტივირებულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია გასწიოს, ეს მიზანი აქვს მის ბოლოდროინდელ აქტივობას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „იმდენად გაშიფრულია და ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ ეფექტი დაკარგული აქვს მის ყოველგვარ მონაწილეობას ოპოზიციურ ფლანგზე“.

სალომე ზურაბიშვილი დე-ფაქტო, რეალურად, თავისი შინაარსობრივი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ხანია აღარ არის პრეზიდენტი, რადგან ის თავის ფუნქციას ასრულებს სრულიად სხვა დანიშნულებით და აღარ გახლავთ იმ ფუნქციების განმახორციელებელი, რაც კონსტიტუციამ დააკისრა ამოცანის სახით საქართველოს პრეზიდენტს. ის უფრო მეტად მოტივირებულია პოლიტიკური აგიტაცია გასწიოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომელიც რადიკალური პარტიების სახით საქართველოს ოპოზიციაში გვხვდება. ამ მიზანს ისახავს, როგორც ჩანს, მისი ბოლოდროინდელი აქტივობა. ეს არის ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ გაცხადებული გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი. კერძოდ, ე.წ. ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეის მხარდაჭერას ემსახურებოდა მისი საპარლამენტო გამოსვლაც, მანამდე გაკეთებული არაერთი განცხადებაც“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს