ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა

European Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად ბათუმში მოგზაურობას ურჩევს.

„უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, მდიდარი გასტრონომიით ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები,“ - ნათქვამია სტატიებში, რომლითაც პრესტიჟული გამოცემები Forbes, Wanderlust და Viaggi სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის რეიტინგს ეხმაურებიან.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია, ბათუმზე, როგორც მრავალი ჯილდოს მფლობელ და ევროპაში გამორჩეულ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებაზე. სამოგზაურო პლატფორმამ, 2024 წლის ევროპის ტრენდული მიმართულებები, მსოფლიოში მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა.

European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ის აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიის მიერ აღიარებულ EDEN - ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network - ტურისტული მიმართულებების ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან.

ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. European Best Destinations-მა 2020 წელს ბათუმი ევროპის უსაფრთხო მიმართულებებს შორის, ხოლო 2022 წელს „ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად“ დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ 2022 წელს სტატიები, ისეთმა პოპულარულმა მედიაგამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France და Ouest France,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში