თათია ნიკოლაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა შესაძლებლობა

სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველანაირ შესაძლებლობას უნდა იყენებდეს, რომ მოიპოვოს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები.

„ივანიშვილის ხელისუფლება, სამწუხაროდ, არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობა. ხელისუფლება ყველანაირ შესაძლებლობას უნდა იყენებდეს, რომ მოიპოვოს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები, შექმნას სამუშაო ადგილები, ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი გაზარდოს. ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არც ერთ ამ მიზანს ჩამოთვლილთაგან არ იყენებს და არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. მაგრამ 2024 წელს ამ რეალობას შეცვლის თავად ქართველი ხალხი“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს