სასამართლოში 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების - ედვინ ბაგაშვილისა და კარლო გალოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ადვოკატი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ძმების ადვოკატის მანანა მოსულიშვილის განცხადებით, ბრალდებულები და მოკლული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, ერთ უბანში გაიზარდნენ და არანაირი სახის კონფლიქტი არ ჰქონიათ.

"განზრახ მკვლელობის ნაწილში წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება. არც თვითმხილველი მოწმე არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა. გარდა ამისა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადგენილი, რომ ფინდიხები, კონტეინერები, რაც ექსპერტიზაზე იქნა წარდგენილი, გასროლილია იმ ე.წ. მკვლელობის იარაღიდან ", - განაცხადა მოსულიშვილმა.

საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები.

"საქმეში როგორც თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებები, ასევე ამოცნობის ოქმები, წერილობითი, ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს. დანაშაულის იარაღიც ამოღებულია, არსებობს ვიდეოჩანაწერები. ჩატარებულია ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია, რომ ის იარაღი, რომელიც ამოღებულია, იმ ადგილიდან, სადაც ის ბრალდებულებმა შეინახეს, ცეცხლსასროლი იარაღია, დანიშნულია სხვა ექსპერტიზებიც", - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

დაკავებულები არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფელიქს კაპანოვს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით,

126-ე პირველი პრიმა "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სასამართლოში 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების - ედვინ ბაგაშვილისა და კარლო გალოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ადვოკატი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ძმების ადვოკატის მანანა მოსულიშვილის განცხადებით, ბრალდებულები და მოკლული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, ერთ უბანში გაიზარდნენ და არანაირი სახის კონფლიქტი არ ჰქონიათ.

"განზრახ მკვლელობის ნაწილში წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება. არც თვითმხილველი მოწმე არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა. გარდა ამისა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადგენილი, რომ ფინდიხები, კონტეინერები, რაც ექსპერტიზაზე იქნა წარდგენილი, გასროლილია იმ ე.წ. მკვლელობის იარაღიდან ", - განაცხადა მოსულიშვილმა.

საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები.

"საქმეში როგორც თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებები, ასევე ამოცნობის ოქმები, წერილობითი, ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს. დანაშაულის იარაღიც ამოღებულია, არსებობს ვიდეოჩანაწერები. ჩატარებულია ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია, რომ ის იარაღი, რომელიც ამოღებულია, იმ ადგილიდან, სადაც ის ბრალდებულებმა შეინახეს, ცეცხლსასროლი იარაღია, დანიშნულია სხვა ექსპერტიზებიც", - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

დაკავებულები არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფელიქს კაპანოვს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით,

126-ე პირველი პრიმა "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია