მიხეილ სარჯველაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე - იმ ხალხს, ვის ციტატებზეც არის საუბარი, არც თუ პატარა შეხება ჰქონიათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“

არც ივანიშვილზეა ეს მართალი და არც საქართველოზე - იმ ხალხს, ვის ციტატებზეც არის საუბარი, არც თუ პატარა შეხება ჰქონიათ "ნაციონალურ მოძრაობასთან", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში არსებული ჩანაწერი შეაფასა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "პრორუსი ოლიგარქია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აშორებს".

მიხეილ სარჯველაძე კონკრეტულ სახელებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პირველად არ ხდება როდესაც ლობისტური საქმიანობის შედეგად საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა არა ერთი დეპუტატი.

"მე დავინტერესდი რა როგორ მოხდა და აღმოვაჩინეთ, რომ მაინცდამაინც შორს მდგომი ხალხი არ არის "ნაციონალური მოძრაობისგან", რბილად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ცოტა არასერიოზულ გამოიყურება. იმ ხალხს, ვის ციტატებზეც არის საუბარი, სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არც თუ პატარა და მცირე შეხება ჰქონიათ", - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს - კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, სარჯველაძე პასუხობს, რომ "ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე".

მისივე თქმით, ის, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა იმის მანიშნებელია, რომ ზურაბიშვილი არც თვლის თავს ვალდებულად, რომ ქვეყნის კონსტიტუციას დაემორჩილოს, რაც ძალიან დასანანია.

"მართლა ძალიან დასანანია, რომ ახლა საქართველოში ოპოზიცია გულშემატკივრობს ასეთ ბიჰევიორისტიკას, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციას პატივს არ სცემდეს და ზევიდან დადიოდეს. თუ მას ჰგონია, რომ ეს ავტორიტეტს შესძენს, ძალიან ცდება," - განაცხადა სარჯველაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის