შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და არა საქართველოს - მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა

სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ, თუ რა საზღაურის სანაცვლოდ, ეს ყველაფერი გამოჩნდება - ის მიუნხენში მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს და არა საქართველოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში უნებართვოდ გამგზავრების მიზანია საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შერყევა.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ამიტომ ეს არის მისი, კერძო პირის ყოფნა იქ. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თანამდებობას ინარჩუნებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებული არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, პარლამენტს უნდა მიეღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი რატომაც პარლამენტში ვერ შეგროვდა პარლამენტის წევრების 2/3 არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ დამოკიდებულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ, თუ რა საზღაურის სანაცვლოდ, ეს ყველაფერი გამოჩნდება. ჯერჯერობით, ვხედავთ რაც არის საზღაური, საზღაური არის რადიკალიზაცია, ქვეყნის დისკრედიტაცია. მათ შორის მისი უნებართვო გამგზავრება მიუნხენში არის ერთ-ერთი მაგალითი. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეირყეს. ამიტომ ის, ჯერჯერობით, ძალიან ბეჯითად მიყვება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მფარველების მიერ დასახულ ხაზს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის