ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გორის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაცია ხორციელდება როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„1 500 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება უკვე დაიწყო ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში. 2 300 მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ტყვიავი - მარანას მონაკვეთზე. სამუშაოები დაწყებულია არაშენდის გზაზე და საქაშეთის დევნილთა დასახლებაში. 2 ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე და მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე. ახალი გზების მშენებლობა მნიშვნელოვნად განტვირთავს ტრანსპორტის მოძრაობას.

ასფალტის საფარის დაგება მალე დაიწყება ბაქოს ქუჩაზეც, სადაც ამ ეტაპზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, საქაშეთში სპორტული მოედნის მოწყობაც მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე