აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის - „ნარჩენების მართვის სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები“, შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს, პროგრამის პარტნიორი ბრენდული სასტუმროების (Hilton და Sheraton) მიერ, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების შედეგებზე ისაუბრეს.

„აქვე, წარმატებული ისტორიების გაზიარების, არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების განხილვის მიზნით, გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოში მოქმედი გადამამუშავებელი კომპანიების მონაწილეობით.

ღონისძიებაზე, „ვეისთლესის“ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი გულიაშვილმა 2023 წლის შედეგები წარმოადგინა. ამასთან, სასტუმრო „რუმსში“ განთავსდა „ვეისთლესის“ ელ.ნარჩენების შესაგროვებელი ყუთი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია