იმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა

იმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა რეგიონისთვის ახალი ავტობუსების შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, იმერეთს 12 ახალი ავტობუსი დაემატა და 5 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სამგზავრო ავტობუსები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მოადგილე, ბესიკ გოფოძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კომფორტულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.

„ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შევიძინეთ 12 ძალიან კომფორტული და კეთილმოწყობილი ავტობუსი, რომელიც იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ხვალიდან ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ იმგზავრონ ამ ავტობუსებით ძალიან კომფორტულად თავიანთ ქალაქებში. რა თქმა უნდა, პროცესი გრძელდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტს მივაწოდოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტი, რომლითაც ჩავანაცვლებთ კერძო სექტორს და გვექნება მუნიციპალური ტრანსპორტი ადგილზე“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება, რისთვისაც თანხები, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადანაწილდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია