რელიგიის სააგენტო ბავშვთა თავშესაფარს დაეხმარა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. სააგენტოს წარმომადგენლები დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს დაეხმარნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვებს მათ 4 ფუთა ტანსაცმელი და 17 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.

მათივე ცნობით, „კიდევაც დაიზრდებიან“ - ასე ჰქვია თავშესაფარს, რომელიც 2006 წლიდან არსებობს. თავშესაფარში 17 ბავშვია, რომლებსაც ბერ-მონაზვნები მინდობით ზრდიან. ბავშვებზე მონასტერი და კერძო შემომწირველები ზრუნავენ.

ინფორმაციის თანახმად, რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა