ქუთაისის მერის ინიციატივით, 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100% -იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ

ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით, 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობისგან მადლობის სიგელი და თანხა - 1000 ლარის ოდენობით, 88 სტუდენტმა მიიღო. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტში სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ქუთაისის მერია არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. დღეს კიდევ ერთი მსგავსი პროექტი წარვადგინეთ, რომლის ფარგლებშიც 100%-იანი დაფინანსების მქონე სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადავეცით. ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათთვის კიდევ უფრო მეტი სტიმული მიგვეცა. ჩვენთვის განათლება უმნიშვნელოვანესი თემაა. ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ განათლებაში ჩადებული რესურსი უფრო მეტად აისახოს ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს