რომან გოცირიძე - საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება, მაგრამ ზოგიერთი საკითხი შესაძლებელია ნაწილობრივ შესრულდეს - თუ „ოცნება“ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

ძალიან კარგად ვიცით, რომ ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება, მაგრამ არის საკითხები, რაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლით, შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც შესრულდეს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს და თუკი, „ქართული ოცნება“ მას არ შეასრულებს, მაშინ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მის პოლიტიკურ ჯგუფს წინადადებები ყველა მიმართულებით აქვს.

„ერთი რამ ფაქტია, რომ რამდენჯერაც „ქართული ოცნება“ დარჩა მარტო და კომფორტში, ყოველთვის ეძლეოდა დემაგოგიის საშუალება, რომ ისინი თითქოს და რაღაცას ასრულებენ, ამიტომ უნდა იყო ყოველთვის აქ, ყოველთვის უნდა მიიღო მონაწილეობა და თუკი რეკომენდაციებს არ შეასრულებენ, ის მაინც ეცოდება ჩვენს მოქალაქეებს, რას აპირებენ და რის შესრულებას არ აპირებენ. ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება და ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არის საკითხები, სადაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლის ძალით შესაძლებელია, რომ ნაწილობრივ მაინც შესრულდეს. ვენეციის კომისიის დასკვნა, რა თქმა უნდა, ასხამს ოპოზიციის წისქვილზე წყალს, ქვეყნისთვის საჭიროა და მის შესასრულებლად არა მარტო ოპოზიცია, არამედ ევროკავშირიც იქნება მონდომებული და თუ არ შეასრულებენ, მაშინ "ქართულ ოცნებას" ძვირი უნდა დაუჯდეს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს," - განაცხადა გოცირიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე