რომან გოცირიძე - ხელისუფლებას პრეზიდენტი დატყვევებული ჰყავს და უფლებამოსილებების აღსრულებაში ხელს უშლის - ეს შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული

ხელისუფლებას პრეზიდენტი ჰყავს დატყვევებული და უფლებამოსილებების აღსრულებაში ხელს უშლის - ეს შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავრობის ნებართვის გარეშე საქართველოს პრეზიდენტის დასწრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება საბოტაჟს ეწევა და კონსტიტუციას არღვევს.

„საქართველოს მთავრობა ეწევა განგრძობითი ხასიათის საბოტაჟს და ფაქტობრივად, ეწევა დანაშაულს, ვინაიდან ძალადობაა, როდესაც ბიუჯეტიდან ფულს არ აძლევს, ტრანსპორტის საშუალებას არ აძლევს, საკუთარი ხარჯებით სასტუმროში აცხოვრებს, და პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტს უფლებას არ აძლევს, რომ ის შეხვდეს სხვა ქვეყნების ლიდერებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ბუნებრივია, ამაზე „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი უნდა აგოს არჩევნების გზით. მეორე მხრივ, იკვეთება ქვეყნის ღალატი, ვინაიდან პირდაპირ რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს