ბადრი ჯაფარიძე - „ლელოს“ მიაჩნია, რომ რეკომენდაციები შესრულებადია ძალიან მოკლე დროში, თუ კი არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც დღეს მმართველ ძალას არ გააჩნია

ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის გაგვეცნო „ლელოს” ხედვა 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით - ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებადია ძალიან მოკლე დროში, თუ კი არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც დღეს მმართველ ძალას არ გააჩნია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო წინასაარჩევნო პროცესსაც, კერძოდ, იმას რომ აუცილებელია ევროკავშირის ჩართულობა, რათა საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ რომ მათი ხმები არ დაიკარგება.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და „თავიდან ავიცილოთ ის უმსგავსო პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებული იყო წინა არჩევნებისას „ქართული ოცნების” მიერ”.

„ჩვენ შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან. მის მოადგილესთან, წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის გაგვეცნო „ლელოს” ხედვა 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებადია ძალიან მოკლე დროში, თუ კი არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც დღეს მმართველ ძალას არ გააჩნია. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ ჩვენი მეგობრები სრულად ინფორმირებულები იყვნენ „ლელოს” გეგმებზე და ინიციატივებზე. ასევე, ვრცელი საუბარი გვქონდა წინასაარჩევნო პროცესზე, კერძოდ, იმაზე, რომ აუცილებელია ევროკავშირის ჩართულობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ რომ მათი ხმები არ დაიკარგება. აუცილებელია, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და თავიდან ავიცილოთ ის უმსგავსო პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია იყო წინა არჩევნებისას „ქართული ოცნების” მიერ. ჩვენ გვჭირდება მშვიდი, დემოკრატიული არჩევნები, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს ექნებათ სრული საშუალება გამოხატონ თავისი ნება მათი ხმა იქნება დაცული, ეს არის ამოცანა. იგივე ამოცანა აქვს ევროკავშირს, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, პარტია „ლელო” 9 რეკომენდაციის შესრულებისთვის ყველა პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მისი განმარტებით, მონაწილეობას პროცესის იმიტაციაში არ მიიღებენ.

„რაც შეეხება 9 რეკომენდაციის შესრულებას, კომიტეტების დონეზე, პლენარულ სესიებზე, ყველგან სადაც „ლელო” მონაწილეობს მიიღებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც 9 რეკომენდაციის შესრულებას ევროკომისიის სტანდარტის შესაბამისად ემსახურება. ჩვენ ყველა პროცესში მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ არ მივიღებთ მონაწილეობას პროცესის იმიტაციაში. კომიტეტის დონეზე და პლენარულ სესიაზე ყველგან „ლელოს” ჯგუფი ჩართული იქნება აქტიურად იმისათვის, რომ თუ კი რაიმე ინიციატივა იქნება, რომელიც ემსახურება 9 რეკომენდაციის შესრულებას ამას მხარი დავუჭიროთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024