გრიგოლ გეგელია შალვა პაპუაშვილზე - ევროკავშირის საელჩო დიდად არ დაინტერესდება მისი შეხედულებებით, თუ ვის უნდა გაუხსნან კარი და ვის არა - ის არის რუსი, თხემით ტერფამდე ლავროვის და პუტინის მსახური

ვფიქრობ, რომ არც ევროპული კავშირის საელჩო დაინტერესდება დიდად მისი [შალვა პაპუაშვილის] შეხედულებებით იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა გაუხსნან და არ უნდა გაუხსნან კარი - პაპუაშვილი არის „მარტის კანონის“ ავტორი და როდესაც დემოკრატიასა და ევროპაზე საუბრობს, ეს არის ცინიზმის მწვერვალი, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „სამწუხაროა, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც „ლელო“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტშია, მას ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან“.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „არის თხემით ტერფამდე ლავროვის და პუტინის მსახური და მას არაფერი საერთო არ გააჩნია არც გერმანიასთან, რომელშიც სწავლობდა და არც ევროპულ ღირებულებებთან “.

„ეწყინა? - კარგია. ბატონი პაპუაშვილი წარმოადგენს ხელისუფლებას, რომელიც ღიად ესხმის თავს ევროპული კავშირის და აშშ-ის ელჩებს, ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებს, ამიტომ მისი აზრი ევროკავშირის საელჩოზე თუ პროცესებზე ვერავისთვის ვერ იქნება არსებითი. ვფიქრობ, რომ არც ევროპული კავშირის საელჩო დაინტერესდება დიდად მისი შეხედულებებით იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა გაუხსნან და არ უნდა გაუხსნან კარი. პაპუაშვილი არის „მარტის კანონის“ ავტორი, როდესაც ის საუბრობს დემოკრატიაზე და ევროპაზე, ეს არის ცინიზმის მწვერვალი. ის არის რუსი, ის არის თხემით ტერფამდე ლავროვის და პუტინის მსახური და მას არაფერი საერთო არ გააჩნია არც იმ გერმანიასთან, რომელშიც სწავლობდა და რომელსაც ციტირებს და არც ევროპულ ღირებულებებთან“, - განაცხადა გეგელიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო