სუს-ი - საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა, დაკავებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა.

ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში