ნიკოლოზ სამხარაძე - ჩრდილოვანი კაბინეტი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია არის დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თითქოსდა, შედგება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან

ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა იმავეს ამტკიცებს, რომ ეს არის დიდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თითქოსდა, შედგება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ის გვარები, რომლებიც ამ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობაშია, ამომრჩეველს უბიძგებს, რომ მათ ხმა არ მისცეს.

„ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელება, ზოგადად, კარგია იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, თუ ვისთან და რასთან ექნება საქმე. ის გვარები, რაც ჩამოთვალეთ, პირიქით ჩვენს საზოგადოებას უბიძგებს იმისკენ, რომ სწორედ ამ ძალებს ხმა არ მისცენ, იმიტომ, რომ ყველა ძალიან დამძიმებულია საკუთარი წარსულით სწორედ იმ მიმართულებებზე და სფეროებში, რომელიც ჩამომითვალეთ. რასაც უფრო მეტს იტყვიან და მეტჯერ შეახსენებენ თავს საზოგადოებას, მით უფრო ნაკლებ ხმებს მიიღებენ არჩევნებზე. ეს არის დადასტურება იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არსად წასულა. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია, არის „ნაციონალური მოძრაობის" წევრი. შესაბამისად, ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა იმავეს ამტკიცებს, რომ ეს არის დიდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თითქოსდა, შედგება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძე.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა