ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტს ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ - ხალხს აინტერესებს, როგორ დამარცხდება გაჭირვება და არა ის, რას მოიგონებთ და მოიტყუებით თქვენ და ხელისუფლება

ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს, როგორ დაამარცხებენ გაჭირვებას და არა ის, რას მოიგონებთ და მოიტყუებით თქვენ და ხელისუფლება, - ასე უპასუხა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

მისივე თქმით, მათთვის მთავარი საკითხია ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობა.

„ჩემი აზრით, თქვენმა ტელეკომპანიამაც და მთავრობამაც უნდა იზრუნონ, მაღალი ფასები რომ არის ქვეყანაში და ხალხს ეს აწუხებს, ამაზე რას ეუბნება ხალხს. ის, რომ უმუშევრობაა, ამაზე რა პასუხი აქვთ? ანუ ხალხს ყველაზე მეტად ეს აინტერესებს და არა ის, რას მოიგონებთ და მოიტყუებით თქვენ და ხელისუფლება. ამიტომ ხალხს გასცენ მთავარ შეკითხვებზე პასუხი, როგორ დაამარცხებენ გაჭირვებას. ცხადია, ეს 12 წელია ვერ შეძლეს და არ შეუძლიათ. როგორ შეეცდებიან, რომ შეეხიდონ მოსახლეობას. ჩვენთვის მთავარი საკითხი არის ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძე.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა