ვასო ურუშაძე - არსებობს პერსპექტივა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ათასი ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივები დასაქმდნენ და ადამიანებს სამსახურის საძიებლად ემიგრაციაში წასვლა აღარ უწევდეთ

არსებობს პერსპექტივა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ათასი ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივები დასაქმდნენ და ადამიანებს სამსახურის საძიებლად ემიგრაციაში წასვლა აღარ უწევდეთ, არამედ საკუთარ ოჯახებში იცხოვრონ და ადგილზე შეძლონ ღირსეული შემოსავლის მიღება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ვასო ურუშაძის განცხადებით, ხაშურში არსებობს მინის ტარის წარმოების უდიდესი პოტენციალი, მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ევროპული სტანდარტის ქარხნის აშენების შემთხვევაში, შესაძლებელია როგორც საქართველოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე საექსპორტო პროდუქციის წარმოება.

„დღეის მდგომარეობით საქართველოს ყოველწლიურად ესაჭიროება 200 მილიონი ერთეული მინის ტარა, რაც ძირითადად გამოყენებულია ღვინის, ლუდის, ლიმონათის, წვენის, წყლის და საკონსერვო პროდუქციის წარმოებაში.

საქართველოს დღეს არ გააჩნია საკმარისი სიმძლავრის მინის საწარმო, რომ დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნაც კი, რის გამოც ნაწარმის 70% რუსეთიდან, ხოლო 23% სომხეთიდან შემოგვაქვს, რაც ჯამში 180 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ამ 12 წლის განმავლობაში აეშენებინა მინის ტარის საწარმო, ადგილობრივებისთვის შეექმნა სამუშაო ადგილები, დღეს ძველი ხაშურის მინის ქარხანას შლიან და ჯართად აბარებენ.

ხაშურში არსებობს მინის ტარის წარმოების უდიდესი პოტენციალი და მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე ევროპული სტანდარტის ქარხნის აშენების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ საქართველოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა და ამავდროულად ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქციაც.

ყოველივე ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ათასი ღირსეული სამუშაო ადგილი, დასაქმდნენ ადგილობრივები და ადამიანებს სამსახურის საძიებლად აღარ უწევდეთ ემიგრაციაში წასვლა, არამედ იცხოვრონ საკუთარ ოჯახებში და ადგილზე შეძლონ ღირსეული შემოსავლის მიღება.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია