რომან გოცირიძე - 9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაა და ადგნენ და კანონი კიდევ უფრო გააუარესეს - პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს

ეს არის თავხედური და ცინიკური კანონი, იმიტომ, რომ ეს არის იმაზე უარესი, რაც დღემდე მოქმედებდა - რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს გამოყენებული ვეტოს უფლება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი საკუთარ პარტიულ ინტერესებს მოარგო.

„9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაა და ადგნენ და კიდევ უფრო გააუარესეს. მათ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებული კანონპროექტი მიიღეს. რა თქმა უნდა, ამას არ უნდა მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა და უნდა იყოს გამოყენებული ვეტოს უფლება,“ - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე