აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი განრიგის თანახმად, უმაღლეს საბჭოში, აღნიშნულ ფორმატში მოხსენებებით, 21 მარტს - სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა შავაძე, 18 აპრილს - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, 16 მაისს - განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, ხოლო 20 ივნისს - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე წარსდგებიან.

„სხდომაზე, იმსჯელეს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევაზე. საკითხი, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განმარტებით, საჯარო სამსახურის საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული 11 წევრისაგან და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საბჭოში ერთ წევრს წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭო, რომლის დასახელების უფლებამოსილება აქვს როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ისე ფრაქციასა და უმაღლესი საბჭოს სამწევრიან ჯგუფს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს