ხატია დეკანოიძე - NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხს, ასევე სასამართლოს რეფორმას და რუსულ გავლენებს

ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხს, ასევე სასამართლოს რეფორმას და რუსულ გავლენებს. ამის შესახებ მან NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდებს იყენებს ხელისუფლება იმისთვის, რომ არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინოს, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი და როგორია ის მაგალითები, რომელიც აქამდე გვაქვს. 9 ნაბიჯის და დეკემბერში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში რა გაკეთდა, მათ შორის რა გაკეთდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ან კანონის უზენაესობის კუთხით. ასევე, როგორია ძალიან მნიშვნელოვანი რუსული ზეგავლენა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში იზრდება. ჩვენ წარვუდგინეთ კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტული ინფორმაცია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი განმარტებით, საქართველოში საარჩევნოდ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო პანდემია, კოვიდი და მაშინ შეზღუდული ვიყავით მისიების აქტივობით, განსაკუთრებით რეგიონში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდეს, ეს არის „ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი“, ასევე რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, ეუთო/ოდირი ჩამოვა. ჩვენ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სადამკვირვებლო მისია იყოს საქართველოში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაქტების მოპოვების კონტექსტში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია