USAID-ის მისიის დირექტორი - რადიკალური ჯგუფების მიმართ USAID-ის მხარდაჭერის შესახებ ნებისმიერი განცხადება უბრალოდ არასწორად დახასიათება და არასწორად გაგებაა

რადიკალური ჯგუფების მიმართ USAID-ის მხარდაჭერის შესახებ ნებისმიერი განცხადება უბრალოდ არასწორად დახასიათება და არასწორად გაგებაა. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, - ამის შესახებ USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, ჯონ პენელმა განაცხადა.

„USAID აქვს მტკიცე პარტნიორობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან. ჩვენ ამ სამივე ელემენტთან ვთანამშრომლობთ ბოლო 30 წელია. რადიკალური ჯგუფების მიმართ USAID-ის მხარდაჭერის შესახებ ნებისმიერი განცხადება უბრალოდ არასწორად დახასიათება და არასწორად გაგებაა. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისა და წინსვლისთვის“, - აღნიშნა ჯონ პენელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია