შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარების მიერ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება სამარცხვინო მცდელობაა, კრიმინალი სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, „კრიმინალი [მიხეილ სააკაშვილი] სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან“.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის და ზუსტად იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან.

„ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს დიდი ხანია და ვიცით, მათ შორის, საიდან მოდის დაკვეთა, რომელი ხაზები მუშაობს, რომელი ლობისტები მუშაობენ, რა ჯდება ეს ყველაფერი. ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი იცის იმის წყალობით, რომ ამერიკაში მოქმედებს „რუსული კანონი“. ჩვენთან რომ მოქმედებდეს „ამერიკული კანონი“, რომელსაც „რუსულ კანონს“ ეძახიან, ჩვენ ამას უფრო ადრე გავიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ, უმალავენ ჩვენს საზოგადოებას. ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, რომ კრიმინალი სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან. სალომე ზურაბიშვილი თავს ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად არ თვლის. არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლის წინაშეც ის თავს თვლის ანგარიშვალდებულად. რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება