გიორგი ტყემალაძე - ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები წლებია ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს თანამოქალაქეებს

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი ორ მილიარდ ლარზე მეტი ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შეძლებს. დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდაზე განცხადება გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

„ეს არის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ, რაც, სამწუხაროდ, მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი ოპონენტებისთვის, ეს ძალიან გასაკვირია. მათ ბიუჯეტის ზრდა დაუკავშირეს გარკვეულ წინასაარჩევნო ღონისძიებებს. ბიუჯეტის ზრდა თბილისელების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებითაა განპირობებული. ეს პროექტები უკავშირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაღებს, ჯანდაცვასა და უამრავ სხვა პროექტს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ბიუჯეტში ცვლილებებს, განსხვავებით ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისაგან, რომლებიც უკვე წლებია უცხადებენ ბოიკოტს ჩვენს თანამოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს განსახილველ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძის კანდიდატურის წარდგენას ეხება. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გიორგი ხვედელიძე გამოცდილი კადრია, რომელსაც დღემდე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროს ბადრი გიორგიძეს გაწეული სამუშაოსთვის. ბადრი გიორგიძე საქმიანობას თბილსერვის ჯგუფში გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში