პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან, იანეზ ლენარჩიჩთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეზ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკომისარი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ჩასართავად გადადგმულ ნაბიჯებს.

„მან პრემიერ-მინისტრს გადასცა ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევი, რაც მოიცავს მექანიზმის წევრობის მთავარ კრიტერიუმებს, გაწევრიანების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტებსა და ეტაპებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ შემდგომი პროგრესის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. იანეზ ლენარჩიჩმა ირაკლი კობახიძეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია