იანეზ ლენარჩიჩი - საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია

საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია, - ამის შესახებ ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩი „ტვიტერზე” წერს.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, მან დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა.

„საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია.

დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი ნაბიჯი ევროპის კატასტროფების მართვის შემდგომი გაძლიერებისკენ", - აღნიშნავს ევროკომისარი, რომლის „ტვიტერსაც“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია