ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა

ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ასევე ის აცხადებდა, რომ კონფლიქტი ოჯახში, გარეშე პირების ჩარევით ხდებოდა. მომხდარზე გამოძიება 126- და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა