ირაკლი კობახიძე - 21 თებერვალი  ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის - პირველი კონსტიტუციის შინაარსი იმის დემონსტრირება იყო, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები ჰქონდა

21 თებერვალი არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინდელმა, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ისტორიული თარიღი იყო და პირველი კონსტიტუციის შინაარსი ადასტურებს იმას, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურა ჰქონდა.

„მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ პრინციპებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და შესაბამისად, ეს იყო ის დოკუმენტი, რომელმაც შექმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ უკვე 90-იანი წლებიდან ჩვენი კონსტიტუციონალიზმი სწრაფი ტემპით განვითარებულიყო. ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ახალი ეტაპი ძალიან მყარ ღირებულებებს უნდა დაფუძნებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ისტორიული თარიღი იყო და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იმის დემონსტრირება იყო, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურა ჰქონდა", - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება