რომან გოცირიძე - პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს ვერ ეწევა, ვინაიდან არის გაკონტროლებული და ვიცით, ვინ აკონტროლებს - სად წავიდნენ მინისტრები, რომ ჩამწკრივდნენ და გაიპარნენ, სად არის მთავრობა? მათთან მქონდა კითხვა

ეკონომიკის მინისტრი რომ გაიპარა აქედან, ჩემს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი გაუცემელია 393 დღე, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 392 დღე ველოდები, ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს, რომელსაც მივწერე ვაქცინებთან დაკავშირებით, 930 დღეა პასუხი არ გაუცია, მოქმედ მინისტრს, 100 დღე გავიდა თურქეთიდან წამლების შესყიდვაზე და ევროპიდან და სხვა სანდო ქვეყნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ვკითხე და პასუხს არ მცემს, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელიც პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს წარმოადგენს.

გოცირიძის განცხადებით, ნორმალურ ქვეყნებში საპარლამენტო მუშაობის 70% არის საპარლამენტო კონტროლი, ხოლო, საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს ვერ ეწევა.

„საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს ვერ ეწევა, ვინაიდან პარლამენტი არის გაკონტროლებული და ვიცით, ვინ აკონტროლებს.

სად წავიდნენ ესენი [მინისტრები], რომ ჩამწკრივდნენ და გაიპარნენ, სად არის მთავრობა? მათთან მქონდა კითხვა.

საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გაცემა. როდესაც მინისტრი პასუხს არ გცემს კითხვაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ან რაღაცას იპარავს, ანუ კორუფციასთან გვაქვს საქმე, ან რაღაც ცუდად გააკეთა, თორემ რად უნდა ამ ტელევიზიით გვარი ვასახელო და შევარცხვინო? მომწეროს ორიოდე სიტყვით, რომ ასე და ასეა საქმე.

ეკონომიკის მინისტრი რომ გაიპარა აქედან, ჩემს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი გაუცემელია 393 დღე, რომელიც ეხება გაზის კორპორაციას, რომელშიც უამრავი ფული იფლანგება სახელმწიფო რესურსებიდან და 230 მილიონი ასესხა ბიუჯეტმა გაზის და ნავთობის კორპორაციას, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტში იქით უნდა შეეტანა მას ფული. ვკითხე, რატომ გაიქცა ინდოელი „ნამახვანიდან“, ან კორეელი რატომ წავიდა „ნენსკრადან“, 13 მილიონი რატომ მიაყოლეთ ინდოელს და რა ხდება ამ სისტემაში? - 397 დღე არ გამცა პასუხი, ორიოდ სიტყვა დაეწერა, პასუხი რომ ჩასთვლოდა, თუნდაც ეთქვა, რომ ინდოელი კი არა, ინვესტორი პაკისტანელი იყოო. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 392 ველოდები- 10 მილიონი რომ გადაუხადეთ როტშილდებს, რომელსაც ფინანსური ჰაბი უნდა შეექმნა და თბილისის ზღვაზე და გონიოში ცათამბჯენებში უნდა დუღდეს საფონდო ვაჭრობა, რაში მიეცით 10 მილიონი თქო ვკითხე. პატარა ქაღალდი წარმოადგინე, რა დაგიწერეს ამ როტშილდებმა რჩევის სახით. ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს, რომელსაც მივწერე ვაქცინებთან დაკავშირებით, 930 დღეა პასუხი არ გაუცია, მოქმედ მინისტრს, 100 დღე გავიდა თურქეთიდან წამლების შესყიდვაზე და ევროპიდან და სხვა სანდო ქვეყნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ვკითხე და პასუხს არ მცემს. პატივს არ გცემენ თქვენ პარლამენტს, ფეხებზე გიკიდებენ მინისტრები“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო