ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“  სარჩევნო შტაბის ლიდერებმა და კოორდინატორებმა პარტია დატოვეს

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩევნო შტაბის ლიდერებმა, რიგითმა წევრებმა და სოფლის კოორდინატორებმა პარტია დატოვეს.

აღნიშნულ საკითხზე ზუგდიდის სკეიტ პარკში ენმ-ს ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

მათი განმარტებით, ისინი პარტიაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან და ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოქალაქეებმა, საარჩევნო ზონის უბნის კოორდინატორებმა და წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შევუერთდეთ ნიკა მელიას გუნდს, დავტოვოთ “ენმ“ და გავაგრძელოთ მელიას გუნდთან ერთად ჩვენი სიმართლითა და ღირსებით ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”,- განაცხადეს ბრიფინგზე.

მანამდე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საკრებულოში პარტიის 14-მა წევრმა დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია