გია ვოლსკი - ვერავინ შევეჯიბრებით ერთმანეთს ამ თუ იმ ენის სიყვარულში, მაგრამ რეგლამენტშია ჩაწერილი, რომ პარლამენტში ქართულად უნდა ვისაუბროთ

თუ მეგრულს ენად ასახელებთ და ამ თემაზე კამათს აპირებთ, მეჩვენება, რომ გარკვეული მიზნით არის გაკეთებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში განცხადებების მეგრულ ენაზე გაკეთებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მისამართით აღნიშნა, რეგლამენტშია ჩაწერილი, რომ პარლამენტში ქართულ ენაზე უნდა ისაუბრონ.

„ყველას მინდა მოგმართოთ, აქ რაზეა ლაპარაკი? - ყველანი გაზრდილები ვართ ამ კულტურაში, საუკუნეებია არც მეგრული და არც სვანური ენები არ დაკარგულა. რადგან იუნესკოშია ეს თემა სამსჯელოდ და მოსავლელად აღებული, ე.ი. მნიშვნელოვანია. ამ თემას მიხედვა უნდა, მაგრამ არსებობს ერთი ტექნიკური ნაწილი, ჩვენ ვერავინ შევეჯიბრებით აქ ერთმანეთს ამ თუ იმ ენის სიყვარულში, რომელსაც ქართველური ენა ჰქვია, მაგრამ რეგლამენტშია ჩაწერილი, რომ პარლამენტში ქართულად უნდა ვისაუბროთ.

თუ მეგრულს ენად ასახელებთ და ამ თემაზე კამათს აპირებთ, მეჩვენება, რომ გარკვეული მიზნით არის გაკეთებული. კამათს აპირებთ და მგონია, რომ ეს ამით არის განპირობებული. დღეს დავუშვათ [განცხადებების მეგრულად და სვანურად გაკეთება], რადგან ვინმემ არ იფიქროს, რომ ვიღაცას ვჩაგრავთ. პროვოკაციის საშუალება არავის უნდა მივცეთ. განსაკუთრებით, პროვოკაციაში გამოცდილ ადამიანებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

ძალიან გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ასე ადვილად ნუ ჩაატარებთ ამ საკითხს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია