ზაზა ვაშაყმაძე ანკარაში თურქ კოლეგას შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარეს, პროფესორ ალი ერბაშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ალი ერბაშმა აღნიშნა, რელიგიის საქმეთა სამმართველო (დიანეთი) თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად შეიქმნა, შესაბამისად, წელს სამმართველოს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ. ერბაშმა ხაზი გაუსვა დიანეთის პროგრესს განათლების სფეროში და აღნიშნა, რომ გასულ წელს დააარსეს რელიგიური აკადემია. მასპინძელმა, ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში, გამოთქვა მზაობა, საქართველოსთან ისლამური რელიგიური განათლების საკითხებზე თანამშრომლობის დაწყების თაობაზე.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა რელიგიის სფეროში არსებულ მიღწევებზე და საქართველოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების მიმართულებებზე. მან ხაზი გაუსვა ქართული ისლამის ფენომენს და სახელმწიფოს მხარდაჭერას საქართველოს მუსლიმი თემის დამოუკიდებლობისა და განვითარებისადმი. ზაზა ვაშაყმაძემ, ასევე, ისაუბრა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, მუსლიმების უფლებების დაცვის, ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის, საკულტო ნაგებობებთან შეუფერხებელი წვდომის საკითხებზე.

საუბრის დასასრულს, მასპინძელმა 2012 წელს საქართველოში სტუმრობა გაიხსენა, თუმცა, არა დიანეთის თავმჯდომარის რანგში და გამოხატა საქართველოში კვლავ ჩამოსვლის სურვილი. სააგენტოს თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა, უმასპინძლოს თურქ კოლეგას.

მხარეებმა, ქართულ-თურქული კეთილმეზობლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და პირველი პირების დონეზე თანამშრომლობის კვალდაკვალ, დასახეს რელიგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა.

შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია