ლაშა ტუღუში - როდესაც მოსამართლის ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმებაზე მივედით, სიტუაცია გართულდა - „ქართული ოცნებისთვის“ მტკივნეულია ისეთ საკითხებზე მსჯელობა, როგორიც კეთილსინდისიერებაა

როდესაც ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმებაზე მივედით, სიტუაცია გართულდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორია, ეს დისკუსიები გაგრძელდეს, რაც მარტივი არ იქნება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“, ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ფარგლებში საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვან ცვლილებებზე არასამთავრობო სექტორისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა მათ, ადრე თუ გვიან, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევთ.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დისკუსიები სასამართლო თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ჩვენ ჩვენეული ხედვის შესახებ პრეზენტაციები წარვადგინეთ. 4 კანონპროექტია, რომელზეც ვმსჯელობთ, საკმაოდ მოცულობითია ეს დოკუმენტი. რასაც ევროკომისია გვთხოვს, ჩვენ იმ რეკომენდაციას მივყვებით.

როდესაც ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმებაზე მივედით, სიტუაცია გართულდა. მე ოპტიმისტურად განწყობილი ვიყავი, რადგან ოპოზიციის სრული დაინტერესება დავინახე სამუშაო შეხვედრების ნაწილში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი იქნება ეს დისკუსიები გაგრძელდეს, რაც მარტივი არ იქნება. ჩვენ თუ გვინდა, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე იმ საკითხებში, რომლებზეც ვენეციის კომისია გვესაუბრება, კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ძალიან რთული საუბარი გვქონდა, თუმცა ჯერჯერობით მათ მნიშვნელოვან ცვლილებებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. ეს არ იყო შეხვედრა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით. მათთვის, ჩემი აზრით, ძალიან მტკივნეულია ისეთ საკითხებზე მსჯელობა, როგორიც კეთილსინდისიერებაა. მათ ადრე თუ გვიან, გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევთ. რაც ადრე, უკეთესია და მე იმედი მაქვს, რომ დისკუსიები გაგრძელდება და პრობლემებს უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში