ნინო ლაცაბიძემ პეტრ კუბერნატს რუსთავში განხორციელებული მუნიციპალური რეფორმები გააცნო

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნინო ლაცაბიძემ ჩეხ დიპლომატს, რუსთავში მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში გახსნილი სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა.

„ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შევხვდით დღეს, ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციაზე, მას ასევე გავაცანით რეფორმირების შედეგად მიღებული თანამედროვე მუნიციპალური სერვისები. ჩეხეთის საელჩომ კი თავის მხრივ ფოტო-ისტორიით გაგვაცნო თუ როგორ შეძლო ჩეხეთმა, რეფორმებით და ძველის მოდერნიზებით ევროპულ სახელმწიფომდე მისვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერმა პეტრ კუბერნატს, ქალაქის ახალი განვითარების გეგმა გააცნო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ნინო ლაცაბიძემ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც რუსთავის მერიის ინიციირებით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

„აღფრთოვანებული დავრჩი რუსთავში ვიზიტით და იმ განხორციელებული ცვლილებებით რაც ქალაქისთვის კეთდება. ნამდვილად ბევრი სამუშაოა გაწეული და ეს აშკარად ადგილობრივი ხელისუფლების, ქალბატონი ნინო ლაცაბიძის და მისი გუნდის დამსახურებაა. მომავალშიც ვგეგმავ ვესტუმრო თქვენს ქალაქს და სხვადასხვა ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი სასიამოვნო დახვედრისთვის და მოუთმენლად ველი ჩვენს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, - განაცხადა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა.

პეტრ კუბერნატი ნინო ლაცაბიძესთან ერთად, მოგვიანებით რუსთავის ახალ მედიათეკასაც ესტუმრა. ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რუსთავის მედიათეკა დაათვალიერა და საელჩოს მიერ ორგანიზებულ გამოფენას -,,ჩემი სამშობლო ცვლილებების გზებით“ დაესწრო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში