პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირში ინტეგრაციაზე ეროვნული ერთიანობის დანახვა გვსურს, რაც მმართველი უმრავლესობის მხრიდან ინკლუზიურობას, ხოლო ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას ნიშნავს

დეოლიგარქიზაციის მხრივ ყოველთვის მოვითხოვდით ყოვლისმომცველ, სისტემურ მიდგომას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„დეოლიგარქიზაცია, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩადებული ინტერესების გადაჭარბებულ გავლენას ნიშნავს, იყო, არის და იქნება უმაღლესი პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიან პოსტსაბჭოურ სივრცეში. უკრაინაში, მოლდოვაში, და ასევე აქ, საქართველოში, ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს დეოლიგარქიზაციაზე სამოქმედო გეგმას, რომელიც ოფიციალური პირების მიერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველთვის მოვითხოვდით ყოვლისმომცველ, სისტემურ მიდგომას, და იმედი გვაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკაში ჩადებული ინტერესების გავლენა შემცირებულ იქნება…

მუშაობა გრძელდება. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველო ახლა ფორმალურად კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირში წევრობისთვის. რამდენად სწრაფად მივალთ შემდეგ ნაბიჯებამდე - თავიდან ბოლომდე საქართველოს პოლიტიკური ელიტის ხელშია.

ისევ და ისევ შემიძლია გავიმეორო, რომ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ეროვნული ერთიანობის დანახვა გვსურს, რაც მმართველი უმრავლესობის მხრიდან ინკლუზიურობას, ხოლო ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას ნიშნავს. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილ უნდა იქნას, მისი ყველაზე სრული და ყველაზე შინაარსიანი მონაწილეობა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია