პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს - თქვენ საქმეს მიხედეთ, ბატონო შალვა! იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შეუქმენით მოქალაქეებს

თქვენ საქმეს მიხედეთ, ბატონო შალვა! იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შეუქმენით საქართველოს მოქალაქეებს, - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

მანჯგალაძის შეფასებით, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები სიძულვილის ენითაა გაჯერებული.

„ვუსმენ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროინდელ განცხადებებს და ეჭვი მაქვს, ღარიბაშვილის ჯერ კიდევ წაუკითხავი განცხადებებიდან აკითხებენ სიძულვილის ენით გაჯერებულ ციტატებს.

თქვენ საქმეს მიხედეთ, ბატონო შალვა. დაანებეთ თავი მოქალაქეების დროის უქმად კარგვას და იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შეუქმენით საქართველოს მოქალაქეებს“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს