„რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს“ - ამ ლოზუნგით, ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ

„რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს“ - ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ.

საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების ფოტოები გამოფინეს.

ევროპის მოედანზე ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს. ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებიც გამოფინეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეკრებილ თანხას უკრაინაში დაზარალებულ ქალაქებს გაუგზავნიან.

ამასთან, შეკრებილები ევროპის მოედანზე სიტყვით გამოვიდნენ და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა დაგმეს.

მათი თქმით, ოკუპანტი რუსეთი ყოველ დღე კლავს უკრაინის მოქალაქეებს, რაც ცივილური საზოგადოებისთვის მიუღებელია. ევროპის მოედანზე შეკრებილებს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა