ირაკლი ფავლენიშვილი - ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით - ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარადიულია

დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი, მარო მაყაშვილი, შალვა ერისთავი და სხვა გმირები უკვე არიან გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის მარადიული, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გამარჯვების კოალიციის” ლიდერებმა იუნკერთა მემორიალზე გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

“ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებს. მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის, ოთარ თავართქილაძის და სხვა გმირების ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც მათი ხსოვნა არის უკვდავყოფილი, როდესაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არის გარდაუვალი, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე არიან და იქნებიან მუდამ გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის მარადიული”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ