ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, სოფელ ქაქუთში ციტრუსის მიმღები საწარმოს გასხვისების ფაქტს ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივ მთავრობას ათდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის ინვესტორზე გადაცემის ფაქტს არ დაუშვებენ და პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

მოსახლეობის მტკიცებით, სოფლის ცენტრში ციტრუსის მიმღები საწარმო თავად ააშენეს და ხალხს ეკუთვნის.

მათივე თქმით, ციტრუსის საწარმოს გასხვისების საკითხით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტჯარაძის პირადი ინტერესები იკვეთება, რადგან მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელ ქაქუთში ციტრუსის საწარმოს შენობა მინისტრის ნათესავზეა გასხვისებული.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს