პაველ ჰერჩინსკი - ჩემი ოცნებაა, ევროინტეგრაციის საკითხზე ვნახო ერთიანობა არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს შორის

ჩემი ოცნებაა, რომ ევროინტეგრაციის საკითხზე ვნახო ერთიანობა არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს შორის, ვიმედოვნებ, რომ გვექნება სიტუაცია, სადაც ყველა ერთ ხმაზე საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა დემოკრატიული ქვეყნის მსგავსად, ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ამ საკითხზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გვექნება სიტუაცია, სადაც ყველა ერთ ხმაზე საუბრობს - მთავრობა არის ინკლუზიური, ოპოზიცია მუშაობს მთავრობასთან კონსტრუქციულად და არსებობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობა. ეს არის კოლექტიური ძალისხმევა, ეს არის მონუმენტური ამოცანა, ეს არის ისტორიული მომენტი და ეს მოითხოვს ერთობას, ყველას ერთი მიმართულებით მუშაობას“, - აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია